22 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტრადიციულად აღინიშნება "ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ".წელს გადავწყვიტეთ ჩვენს სკოლაში -
ქ.გორის 3-ე საჯარო სკოლაშიც
აღგვენიშნა ეს დღე და შევერთებოდით ამ აქციას.
აქციის დევიზია:
“ერთი სკოლა, ერთი ხე, ერთი საჩუქარი ბუნებას”
აქცია ყველა ქვეყანაში ერთდროულად 10-00-ზე იწყება და 20-00- ზე, მასში მონაწილე ყველა ქვეყანა საიტზე ყვება თავის ისტორიას ამ დღეს ჩატარებული აქციის შესახებ,რის შემდეგაც Gooolemap-ზე თქვენი ქალაქის შესაბამის ადგილზე სიმბოლურად ჩნდება, ვირტუალური ხე და ინფორმაცია თქვენი სკოლის შესახებ.
ამ დღეს აქცია ტალღასავით შემოუვლის მთელ მსოფლიოს, საათობრივი სარტყლების ცვლილების მიხედვით და ამიტომ მას “მწვანე ტალღა” მსოფლიოს გარშემო! ეწოდება
“Green Wave” around the World!
ჩვენ მოხარულები ვართ რომ ვართ ამ აქციაში ჩართული პირველი სკოლა საქართველოდან. .Googlemap-ზე სწორედ ჩვენი ხე აღინიშნა, როგორც საქართველოში დარგული პირველი ხე.
ჩვენ პასუხს ვაგებთ დედამიწის ეკოლოგიაზე!

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ხალხებს გვაერთიანებს საერთო კეთილი საქმის კეთების სურვილი, ჩვენ
ვთანამშრომლობთ!
ამ აქციაში ყველა ვართ ჩართული- მიუხედავად კანის ფერისა,რელიგიური მიმდინარეობისა, განსხვავებული კულტურისა და საერთოდ-თითოეული ჩვენთაგანის განსხვავებულობისა!
აქციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, უფრო სრული ინფორმაცია მისი მიმდინარეობის შესახებ აქ შეგიძლიათ იხილოთ * გადავწყვიტეთ ამ დღის ყოველწლიურად აღნიშვნა.
მოხარულები ვიქნებით თუ საქართველოს სხვა სკოლებიც შემოგვიერთდებიან !
აქციის შესახებ ინფორმაცია დაიდო ევროკავშირის ვებ-გვერდზეც:
http://eumm.eu/en/
Комментариев нет:
Отправить комментарий